,,ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა და ოქტომბრის არჩევნებზეც კვლავ ჩვენ გვიჭერს მხარს” – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითაც საქართველოში უმუშევრობის დონის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შემცირებას ეხმიანება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად, ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს