26/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

არმაზ ახვლედიანი გადაჭრით ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს სრულდება “ქართული ოცნების” მმართველობა და ოპოზიცია იმარჯვებს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი არმაზ ახვლედიანი გადაჭრით ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს სრულდება “ქართული ოცნების” მმართველობა და ოპოზიცია იმარჯვებს. ამ საკითხზე მან 21 აგვისტოს, “ფორმულის” ეთერში ისაუბრა.

“გამარჯვებმადე გვრჩება რამდენიმე კვირა, მე არმინდა ვთქვა, რომ ზეიმი ახლა დავიწყოთ, არა – ჩვენ ზეიმის დრო არც ახლა გვაქვს და არც იმ დღეს, როცა საზეიმო იქნება იმიტომ, რომ საქართველო დგას ეგზისტენციური პრობლემების წინაშე.

ახლა გადავლახავთ უმთავრესს ივანიშვილის ჩამოშორებით,  მაგრამ შემდეგ უნდა დავიბრუნოთ ივანიშვილის მიერ წართმეული ევროპა, დავიბრუნოთ ჩვენი უმთავრესი პარტნიორი შეერთებული შტატები და რაც ყველაზე მთავარია, დავუბრუნოთ საქართველოს დემოკრატიის შეუქცევადი განვითარების შესაძლებლობა”- განაცხადა ახვლედიანმა.