ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი და მისი ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისი” “ლელო”-ს კოალიციასთან თანამშრომლობას იწყებს. ამ ინფორმაციას ბადრი ჯაფარიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში. კომპანია
“ჩვენს კოალიციასთან ანალიტიკური ცენტრი – “ჯეოქეისი” ითანამშრომლებს. ძალიან სასიამოვნოა ვუმასპინძლოთ ანალიტიკური ცენტრის ” ჯეოქეისის” წარმომადგენლებს, ადამიანებს რომლებსაც გამორჩეული კომპეტენცია აქვთ იმ სფეროებში, რომლებშიც ისინი მოღვაწეობენ.
ერთად უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ამისთვის კოალიცია “ძლიერი საქართველო” რა თქმა უნდა მზად არის ითანამშრომლოს იმ ჯგუფებთან რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ როგორ განვითარდეს ეს ქვეყანა სწრაფად !”- წერს ბადრი ჯაფარიძე.
როგორც ვიქტორ ყოფიანმა ტვ “პირველი”-ს ეთერში განმარტა, ისინი პოლიტიკური კუთხით არ აპირებენ “ლელო”-ს კოალიციაში შესვლას და ეს არის ანალიტიკური მიმართულების თანამშრომლობა. მისივე თქმით, არის გარკვეული წითელი ხაზებიც, რის გამოც, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ისინი ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავენ, ერთ-ერთია “ქართული ოცნება”, რომელიც, სანიკიძის განცხადებით კითხვის ნიშნებს აჩენს.
ვიქტორი ყიფიანისა და ბიძინა ივანიშვილის საქმიანი ურთიერთობა 2023 წელს შეწყდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს