ეკა ბესელია ფიქრობს, რომ “სუსში” ბიძინა გეგიძის დაბარებას პოლიტიკური სარჩული აქვს

543
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელიას ეჭვებს უჩენს პარლამენტარ ბიძინა გეგიძის დაბარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ამბობს, რომ ეს კავშირშია პოლიტიკასთან. მისი თქმით, მმართველ გუნდში კრიტიკული პოზიციების მქონე დეპუტატი უმრავლესობისთვის დისკომფორტია და ფიქრობს, რომ სწორედ ამის გამო გააქტიურდა გამოძიება ბიძინა გეგიძის მიმართ.

“უცნაური არის ის, ვერ დაინახო რაღაც ბმა მის განსხვავებულ პოზიციასა და სუსის ანტიკორუფციულ სამსახურში გამოძიების გააქტიურებაში. რატომ ახლა და ამდენი ხნის შემდეგ?  ორ წელზე მეტია გეგიძე დეპუტატია, ასე რომ თუ რამე საქმე იყო, ამ ყველაფრის გარკვევა იქამდე იყო შესაძლებელი . ეს ყველაფერი ერთმანეთს რომ ემთხვევა, არ ხდება ასე შემთხვით” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თქვენი კომენტარი?