“დრომ გვაჩვენა, რომ პატრიოტთა ალიანსის ყველა ინიციატივა, იდეა, წინადადება, ნაბიჯები იყო და არის სწორი! რასაც ჩვენ 10-15 წლის წინ ვამბობდით, რისთვისაც ვიბრძოდით, დღეს ზუსტად ამ იდეებს გვთავაზობენ, მაგრამ 12 წლის დაგვიანებით.”– ასე ეხმიანება “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებს – ნაც.მოძრაობის გასამართლების, ქრისტიანობის დაცვისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ.
“ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რა არის საჭირო და სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის და ახლა არ აღმოგვიჩენია, რომ ღმერთი, სამშობლო, ენა ქართველი ხალხისთვის სამი დიდი სვეტია, ჩვენი ტრადიციების, ადათ- წესის, კულტურის, ზოგადად, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა აუცილებელია!
ახლა არ აღმოგვიჩენია, რომ სამართლიანობა ჯერ კიდევ 12 წლის უნდა აღმდგარიყო! და გვესმის, რომ 12 წელი დაიკარგა. არჩევნების მერე არაკონსტიტუციურად გამოვაცხადებთ ნაცმოძრაობასო. აბა, გაიაზრეთ: თუ პარლამენტში შევა პარტია და გახდება საპარლამენტო, ხოლო დეპუტატები შეიძენენ იმუნიტეტს, მათი გაუქმება როგორ მოხდება?! ეს ხომ დიდი ტყუილი და სისულელეა!
ჩვენ ახლა არ აღმოგვიჩენია, რომ ახალგაზრდობა ხელში არ უნდა ჩაეგდოთ ბერძენიშვილებსა და ლადარიებს! და ეს დაუშვა “ქართულმა ოცნებამ” ამ 12 წლის მანძილზე. ახლა ეს ახალგაზრდობა სადაა?… ვის ხელშია?…
ჩვენ ახლა არ გაგვიხელია თვალი და არ დაგვინახავს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ღრმა გააზრება, სოხუმსა და ცხინვალში არსებული რეალობის დანახვა, ვარიანტებზე დაფიქრება, ადეკვატური მიდგომა სჭირდება და არა ლოზუნგების ბრახუნი.ყველაფერ იმის გამო, რასაც ჩვენ სწორად ვხედავდით და ვხედავთ, 2012 წლის შემდგ მრავალ ქარ-ცეცხლში გაგვატარეს და ახლა ირკვევა, რომ რეალურად პატრიოტთა ალიანსის ინიციატივებსა და იდეებს ვისმენთ. უბრალოდ, 12 წლის დაგვიანებით!”– წერს ირმა ინაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს