ბოლო ამბები
12/09/2024

გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი კობერიძე

გაზიარება

გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა მოამბის ჟურნალისტ/კორესპონდენტი გიორგი კობერიძე. როგორც ცნობილია, ბოლო 2 წლის განმავლობაში ის მძიმე სენს ებრძოდა.

“ძალიან გვიჭირს ამ ამბის გამოქვეყნება, რომელმაც მთელი პირველი არხი და არამარტო ჩვენი არხის თანამშრომლები დაგვამწუხრა. გარდაიცვალა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე.

გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი, როგორც პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.”- ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამძიმრის წერილში.

Multimedia.ge მწუხარებას გამოთქვამს გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ახლობლებს.

სხვა ამბების წაკითხვა