მსახიობ ზაზა პაპუაშვილის პოლიტიკური პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ოპოზიციის დღევანდელ შემადგენლობას აფასებს.
.რას ვფიქრობ? რას ვფიქრობ და გულს მირევს და ტანში მძაგრავს, როცა ვიხსენებ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვინ ,,პერსონები” იყვნენ ჩვენს ირგვლივ, რა გამორჩენით და ვისი დავალებით?.
თავის პადოშ-გუბაზ-თინაუსუფ-ბესელკა, თავის ფანჩატუროლოგ შალიკოიანად და როგორც დიდი ხნის ჩაუცმელი პიჯაკის გარე ჯიბიდან, ფილტრთან გადაბზარული ერთი ღერი ნაფტალინიანი სიგარეტივით გაძრობილი, ეს ახალმარჯვენა ,,თაღლითთა” შტაბს კაპიტანი ექიმ-მეწარმე და კიდევ რა ჩამოთვლის ამ მედროვე ხარახურებს.
ყველა ორტრაკა ნასედკა.. მადლობა ღმერთს, რომ იმ გაყიდულ ბრძოლაში არ წავედით, ხალხის და ქვეყნის ცოდვა რომ არ დავიდეთ.. რა ზეწოლა, როგორი პროპაგანდა, ჭორები.. ამ მძიმე ტვირთის ტარება თითო ოროლა ადამიანს ერგო ესენი?
ესენი სეირის საყურებლად ლოჟაში..თუ არ გამოვიდოდა საქმე, ხელის გაშვერა სხვისკენ თუ გამარჯვებით და დაფნის გვირგვინის გაწიწკვნა-გაპუტვა გენახა მერე.. აი, ისევ ეს ბოღმა,,პერსონები” ბრძანდებიან პოლიტიკაში ქვეყნის სარყევად და ასარევად, ერთმანეთს ჯერ რომ დედის ტრაკს აგინებენ და მერე ,,ქრისტიანულად” რიგდებიან.
დღეს რომ სახელმწიფო გვაქვს, სწორედ იმ გონიერი სარისკო გადაწყვეტილების დამსახურებაა. კეთილშობილი რომანტიკოსების ადგილი არ ყოფილა პოლიტიკა და თუ ასეთი ხარ, შენნაირებით უნდა მიხვიდე საქმის საკეთებლად და არა ამნაირი მედროვე შიბზიკებით.
პოლიტიკა ღალატის და ტკივილის ადგილია, აქ ვერ დავწერ რასაც გულში ვფიქრობ თქვენზე, ისე კი, შეგერგოთ და ზემოდან ალალი იყოს ვისაც გეკუთვნით და იმსახურებთ. თქვენს ჯანში იყოს..ამ ყველაფერმა დიდი ენერგია, კარგი ადამიანები და ოქრო წლები წაგვართვა /воот определённо/”– წერს ზაზა პაპუაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს