ნოდარ მელაძე და რამდენიმე ჟურნალისტი “რუსთავი2”-დან გათავისუფლდება

578
წაკითხვა/ნახვა

ნოდარ მელაძე და რამდენიმეე ჟურნალისტი “რუსთავი2”-დან გათავისუფლდება, ამის შესახებ არხის დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებიც არხის მოქმედ მესაკუთრეს სასამართლოში უჩივიან და მის შეცვლას ითხოვენ.

გარდა ამისა, პაატა სალიამ ისაუბრა ეკა კვესიტაძეზეც, რომელიც სავარაუდოდ ასევე გათავისუფლდება ტელევიზიიდან. სამსახურიდან დატოვებენ გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანიც.

თქვენი კომენტარი?