თუ ივანიშვილის ამოცანა იყო რომ ჩემთვის გული ეტკინა, მან ეს შეასრულა – გია ხუხაშვილის გამოხმაურება

358
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ყოფილი პრემიერის მიერ, მის შესახებ გაკეთებულ ნეგატიურ შეფასებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ ივანიშვილის ამოცანა იყო, რომ მისთვის გული ეტკინა ეს ამოცანა მან შეასრულა, ხოლო თუ მიზანი იყო, რომ გააჩუმოს, ეს არასწორია.

“ეს ჩემთვის არ არის ძალიან სასიამოვნო საყურებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მკაცრი საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ მან და შეიძლება მეც წითელი ხაზები გადავკვეთეთ ამ ურთიერთობებში და მე მასთან მაკავშირებდა სენტიმენტები, ამ ყველაფრის მიუხედავად მე ის ნამდვილად არ მეჯავრება და მისი გულშემატკივარი ვარ პირადი და არა პოლიტიკური. მე მინდა რომ ის მიწაზე დაბრუნდეს, სესიაშვილის აუზში წყალი ასხია თუ არა ეს კი არ არკვიოს, რეალურად დაინახოს ის სურათი, თუ რა ხდება ქვეყანაში.

ის ფაქტობრივად აღარ არის ლიდერი და მუშაობს სისტემის შენარჩუნებაზე და საზოგადოების ამ სეგმენტზე შეტევა სწორედ ამ სისტემის შენარჩუნებას ემსახურება, ანუ, ის ჩვენ არ გველაპარაკება, ელაპარაკება სისტემის ნაწილებს”– განაცხადა გია ხუხაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE