ახლა ის დროა, როცა მე უნდა გამოგიცხადოთ მხარდაჭერა – ინგა გრიგოლია “რუსთავი2”-დან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს მიმართავს

1930
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “რუსთავი2”-დან გათავისუფლებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს.

“როცა მე ,,იმედიდან,, გამომაგდეს, თქვენმა მხარდაჭერამ,თქვენმა სოლიდარობამ და თქვენმა გადაცემებმა გადამატანინა ძალიან მძიმე პერიოდი,ახლა ის დროა,როცა მე უნდა გამოგიცხადოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა, წარმატებებს გისურვებთ ყველგან,სადაც არ უნდა გააგრძელოთ მუშაობა და ეხლა გეუბნებით მადლობას თქვენი მაშინდელი არნახული სოლიდარობისთვის”- წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ არხიდან გათავისუფლდნენ: ნოდარ მელაძე, გიორგი ლაფერაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე.

თქვენი კომენტარი?