გუგუტიანთკარის მოსახლეობას სრული დაუცველობის განცდა აქვს – ბოლო ინფორმაცია სოფლიდან

499
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია ,, მომავალი საქართველო”- ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, სოფელ  გუგუტიანთკარში ოკუპაციის ხაზთან იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე  ოკუპანტებს საზღვრის გავლების სამუშაოები შეჩერებული აქვთ.

“ის რაც აქ ხდება შემაძრწუნებელია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოკუპაციის შესჩერებლად არ არის საკმარისი რეაგირება. მე შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, მათ სრული დაუცველობის განცდა აქვთ.

ისინი ითხოვენ დახმარებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ხელისუფლების მხრიდან. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ამ უკანონობის შესაჩერებლად. ასევე მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება ამ პრობლემის მიმართ ვიყოთ ერთსულოვანი”- ამბობს გიორგი ლაღიძე.


თქვენი კომენტარი?