პატარა მარიამი, რომელსაც ლობიო სანატრელი აქვს (ვიდეო)

2526
წაკითხვა/ნახვა

ჟორჟოლიანების გასაჭირზე ფეისბუქ გვერდი “სიკეთის ქალაქი” ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც 5 წლის მარიამი ლობიოს ნატრობს.

მარი ჟორჟოლიანი ცხოვრობს ოზურგეთის რაიონში, გამსახურდიას ქუჩა 29, მას ჰყავს 6 წლის და და 3 წლის ძმა. ბებია ავადაა,  დიაბეტი და გულის დაავადება აქვს.

სოციალური დახმარების  დიდი ნაწილი ბებიის წამლებს ხმარდება, მარის მამა მტვირთავად მუშაობს, თუმცა თვეში მხოლოდ რამდენიმეჯერ უწევს მუშაობა.

გროვდება  საკვები პატარა  მარისთვის, ქ.თბილისი ვაჟა ფშაველას 6 კვარტალი, კორპუსი 5ა.

ტელეფონი: 577566599

თქვენი კომენტარი?