ბოლო ამბები
12/09/2024

პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს სამშენებლო კომპანია “ეპიზოდ დეველოპმენტმა” ბინა აჩუქა

გაზიარება

პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს სამშენებლო კომპანია “ეპიზოდ დეველოპმენტმა” ბინა გადასცა. კომპანია “გალფმა” კი 10 ათასი ლარი. ეს ყველაფერი  სპონტანურად, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აეროპორტში  არავინ არ დახვდა და სახლამდე ავტობუსით წავიდა.

კომპანია “ეპიდოზ დეველოპმენტ”-ის  დამფუძნებელი გიორგი ჟორჟოლიანი წერს:

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობარმა ფეისბუქის პოსტზე მომნიშნა, სადაც ვნახე, რომ ჩვენ ყველას გამოგვრჩა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და წარმატება. ქუთაისელი, ჩემი ბავშვობის უბნელი, მებრძოლი კაცი… მივხვდი, რომ მოქმედების დრო იყო და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა მე, ქუთაისელს გამეკეთებინა ჩემი ბავშვობის თანაუბნელისთვის… გადავწყვიტე, ვახტანგ ახობაძისთვის პირადად მეჩუქებინა ბინა.

ჩემს გადაწყვეტილებას, გუნდის წევრების მხრიდანაც დიდი ხელშეწყობა მოჰყვა, რომელიც ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების საოცარი ტემპით მოგვარებას გულისხმობდა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ერთმა ადამიანმა, მეორე ადამიანს შეგიძლია რაღაც გაუკეთო, რაც მას გააბედნირებს. ვახტანგ ახობაძემ მთელი ქვეყანა გააბედნიერა, თავად კი, უხმაუროდ დაბრუნდა სსქართველოში.

ღამის 2 საათზე, ყველაფერი მოგვარდა. მსოფლიო ჩემპიონის კიდევ ერთი ბედნიერი მომენტი, მინდა ჩემი ცხოვრების ისტორიაშიც ეწეროს“ – გიორგი ჟორჟოლიანი

ასევე, ვახტანგ ახობაძეს ნავთობკომპანია “გალფი” 10,000 ლარს გადასცემს საჩუქრად. გარდა ამისა ვახტანგთან შედგა შეთანხმება გრძელვადიან თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებში კომპანია გალფი უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის

 

სხვა ამბების წაკითხვა