მოდი, კიდევ ერთ მწარე სიმართლეს დავწერ, რომ არა “რუსთავი 2” ის “თავისუფალი სიტყვის ფლაგმანობა” ამ ეტაპზე ალბათ ხმასაც არ ამოვიღებდი

3088
წაკითხვა/ნახვა

მამუკა ღლონტი – ტელეკომპანია “მაესტრო”-ს დამფუძნებელი


მოდი კიდევ ერთ მწარე სიმართლეს დავწერ, რომ არა “რუსთავი 2” ის “თავისუფალი სიტყვის ფლაგმანობა” ამ ეტაპზე ალბათ ხმასაც არ ამოვიღებდი მაგრამ: მაშინ როდესაც “მაესტრო” მართლაც იყო თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი და ამხელდა სააკაშვილის გუნდის “შეცდომებს” (შეგახსენებთ ეს “შეცდომები” შემდეგ თავად აღიარეს) “რ2” მეტწილად ამ შემადგენლობით, ყველაფერს აკეთებდა, რომ “მაესტრო” დაეზიანებინა და გაექრო ეკრანიდან.

ამგვარად, სანამ შავზე ვიტყვით თეთრს და პირიქით, მანამ მინიმუმ არ უნდა გვიკვირდეს ის, რაც ჩვენს თავს ხდება. პარტიული ანტი მედია “რ2” და მედია ფსკერი “იმედი” აი ასეთი მოცემულობა იყო ბოლო დროს ჩვენს თავს და მიუხედავად იმისა, რომ ორივე “მედიაში” ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს (ღმერთმა ხელი მოუმართოთ) პირადად მე ნული პრობლემა.. გარდა ერთისა, ვერ დავარქმევ ანტი მედიებს, პარტიულებს და მედია ფსკერებს “თავისუფალი სიტყვის ფლაგმანებს” და არც თქვენ გირჩევთ..

თქვენი კომენტარი?