პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს ავტომანქანების იმპორტიორი კომპანია “მათე-მოტორსი”-ს დამფუძნებელმა გელა ბარკალაიამ ავტომანქანა გადასცა. გარდა ამისა, ბარკალაიამ ოჯახის სახელით მას უსახსოვრა სამახსოვრო საჩუქრები: “კარტიე”-ს ფირმის სათვალე, მაისური მისი ინიციალებით და მაცხოვრის ხატი, რომელიც მისი ცნობით, ციხეში, ხელით არის დამზადებული.
ვახტანგ ახობაძის სევდიანი ამბავს, როდესაც მას აეროპორტში არავინ არ დახვდა და სახლამდე ავტობუსით წავიდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას კომპანია “ეპიზოდ დევლოპმენტმა” ბინა აჩუქა, კომპანია “გალფმა 10 ათასი ლარი”, ხოლო დღის ბოლოს, კომპანია “მათე-მოტორსმა” ავტომანქანა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს