გაიხსენეთ კურიერის წამყვანების გამომეტყველება და ტექსტები, როგორი ღვარძლით, ცინიზმითა და სიბოროტით იყო სავსე

969
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ანა როინიშვილი – ბლოგერი 


თავისუფალი სიტყვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი ნიკა გვარამია იყოო, ხშირად გაიგონებთ ამ სიტყვებს “რუსთავი2”-ის ყოფილი ჟურნალისტებისგან, რომელთა ნაწილმაც დემარშით დატოვა ტელევიზია, რითაც ნათლად გამოჩნდა, რომ ისინი არათუ ჟურნალისტურ საქმიანობას, არამედ პარტიულ დღის წესრიგს ასრულებენ.

არხის მთავარი სახეები და რამდენიმე კორესპონდენტი, რომლებიც ამბობენ, რომ არ მოემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი არიან მხარეები და ცალკე რომ გადავდოთ ე.წ ივანიშვილის მსახურების თემა, მათი განცხადებები უფრო გაბოროტებული ადამიანების ტექსტებს ჰგავს, რომლებიც 2012 წლიდან ძალიან გაბრაზდნენ, რომ მათი ხელისუფლება წავიდა და ბოლო 7 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ კონკრეტულად “ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

ჟურნალისტი თავისთავად უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ არა გაბოროტებული და ფეტიშურად შეყვარებული კონკრეტულ პარტიაზე, ან ეცადოს, რომ არ გამოავლინოს მისი ვნებები ამა თუ იმ პარტიის მიმართ, რადგან ეს მაყურებელს ეჭვებს უჩენს მის დაბალანსებულობასა და ობიექტურობაში.

გაიხსენეთ კურიერის  წამყვანების გამომეტყველება და ტექსტები, როგორი ღვარძლით, ცინიზმითა და სიბოროტით იყო სავსე, ისინი ამბობენ, რომ თავისუფლები არიან, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომ თავისუფლები არიან მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვაში, ვინმემ გაიხსენეთ, თუნდაც ერთი სკანდალურად კრიტიკული რეპორტაჟი ან სიუჟეტი, რომელიც ნაც.მოძრაობის დანაშაულებებს ეხებოდა და ეს კურიერში გასულა?  ხომ არიან თავისუფლები და მათ სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერევა? რატომ არ გავიდა?.. ამ კითხვაზე პასუხი ნათელია და განმარტებას არ საჭიროებს.

ნიკა გვარამიას გაფეტიშება და თავისუფლების სახელით ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა, როდესაც ის ცდილობდა სტანდარტად დაეწესებინა პირდაპირ ეთერში დედის გინება, ტუტუცური მანერებით მოქცევა, უზრდელობის ყველა ზღვრის გადაკვეთა და ეს მიაჩნდათ თავისუფლებად და ამის დანერგვას ცდილობდა მრავალგზის ნათანამდებობარი გვარამია.

წასასვლელი უნდა წავიდეს, ულტიმატუმების დრო უნდა დასრულდეს, ასეთია მოცემულობა და ეს მოცემულობა სწორედ იმ ევროპულმა ინსტანციამ დააყენა, რომელსაც ასე ეტრფოდნენ ეს ადამიანები.

წაბრძანდით, ვისაც წასვლა გინდათ და ნურც პრეტენზიები გექნებათ ხელმძღვანელობასთან, არხიდან მაგდებენ იმიტომ, რომ მფლობელი არ მიყვარსო, მფლობელის სიყვარულს არავინ ითხოვს, აქ არსებობს ზღვარი, ხელმძღვანელსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელზე, რომელთა შორის ურთიერთპატივისცემა უნდა არსებობდეს, მაგრამ ხეპრე აზროვნება ამას ვერ მიხვდება.

იმ შემადგენლობით კურიერის გაგრძელებას მაინც არ აქვს აზრი, რადგან კონფლიქტში მყოფი ადამიანები ერთად ვერ იმუშავებე, ამიტომ მიბრძანდით იქ, სადაც გელიან და არ იფიქროთ, რომ გვარამიას ახალ არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა გექნებათ, სწორედ ახლა ხდებით უდიდესი პროპაგანდისტული მანქანის ახალი მგზავრები, რომლის მიზანიც ხელისუფლების დამხობა და ნაც.მოძრაობის დაბრუნებაა. თქვენ არ ხართ ჟურნალისტები, თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის უშტატო თანამშრომლები.

თქვენი კომენტარი?