“რუსთავი2″-ის ლოგო და ქუდები უნდა შეიცვალოს”

636
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში წერს:

“რაკი საქმე ისე დადგა, რომ “რუსთავი2″-დან ფაქტობრივად ყველა წავიდა, არხის ხელმძღვანელობამ დიდი რეორგანიზაცია გამოაცხადოს და არაუშავს, გავძლებთ უკურიეროდ ცოტა ხნით, სამაგიეროდ უნდა მივიღოთ დაბალანსებულად კრიტიკული და არა გაბოროტებული საინფორმაციო გამოშვება. ისე, წესით ლოგოც უნდა შეიცვალოს და ქუდებიც, ყველაფერი, რაც კი გვარამიასთან ასოცირდება და გახდეს ხალხისთვის საყვარელი, შეძლებისდაგვარად ობიექტური ტელევიზია. ერთი რამისგან კი ნამდვილად დაისვენა უმრავლესობამ, ქაჯი სამადაშვილის ყიყინს ყოველდღე და ყველა თემაზე რომ აღარ გავიგებთ” – წერს ლევან გობრონიძე.

თქვენი კომენტარი?