ბოლო ამბები
10/09/2024

არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციური ფლანგი რამდენიმე სცენარზე მუშაობს, მათ შორის ე.წ. რევოლუციურ სცენარზე – ზურა ხაჩიძე

გაზიარება

“არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციური ფლანგი რამდენიმე სცენარზე მუშაობს, მათ შორის ე.წ. რევოლუციურ სცენარზე, რომელსაც რა თქმა უნდა განხორციელება არ უწერია.”- წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე.

“ოპოზიცია საკუთარი სცენარის შესახებ საზოგადოების აზრის ფორმირებას იწყებს, რისთვისაც ე.წ. შუა რგოლს იყენებს. მაგალითად “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელს, რომელმაც ღიად განაცხადა, “კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი, „ქართული ოცნება“ თუ შეეცდება, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მაინც დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება მაიდან” განცხადებიდან ნათლად იკვეთება, რომ სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომელთაც საქართველოს უკრაინიზაცია, არეულობა, მკვლელობა და სახელმწიფოს განადგურება სურს.

გადაჭრით ვამბობ, რომ ქართველი ხალხი რევოლუციას არ დაუშვებს, უფრო მეტი, რევოლუციის ყოველი მცდელობა ჩანასახშივე იქნება აღმოფხვრილი და საქართველოს შემდგომ, სტაბილურ განვითარებას წინ ვერცერთი ძალა ვერ აღუდგება!”- წერს ხაჩიძე.

სხვა ამბების წაკითხვა