სანამ ცოცხალი ვარ, TV “პირველი” არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება – ვატო წერეთელი

516
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია “პირველი”-ს დამფუძნებელი ვატო წერეთელი,  მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ტელევიზიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება TV “პირველს” ვერ წაიღებს.

“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

 პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს. ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა.” – წერს ვატო წერეთელი.

თქვენი კომენტარი?