ლეიბორისტების ფეისბუქ გვერდიდან მოქალაქეს აგინეს

278
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რადიო “თბილისი”-ს დამფუძნებელ რამაზ სამხარაძის ინფორმაციით, “ლეიბორისტული პარტიის” ფეისბუქის გვერდიდან მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სამხარაძე აქვეყნებს მიმოწერის ფოტო ვერსიას და ითხოვს პასუხს, არის თუ არა ეს გვერდი ნამდვილად შალვა ნათელაშვილის პარტიის.

“შალვა ნათელაშვილის ოფიციალური გვერდი მაგინებს. საქმე ეხება ბატონ შალვასთან ადრე გადაღებულ ფოტოს სადაც ხუმრობით წავაწერე “დაუნ ვით დიქტეიტე” . ყველა ხუმრობს ამ თემაზე, მათ შორის თავად შალვაც”– წერს სამხარაძე.

პოსტს გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი წევრი გიორგი გუგავა, რომელმაც განაცხადა, რომ ლეიბორისტების სახელით ბევრი გვერდია გახსნილი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მისი ბოლოდრინდელი გამოხდომების გამო ის ამას იმსახურებს.


თქვენი კომენტარი?
IMG.GE