რამდენიმე რჩევა “რუსთავი2”-ში მიმსვლელებს – გიორგი ლაფერაშვილი

2485
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კურიერის ყოფილი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

რამდენიმე რჩევა მიმსვლელებს.

“ყავის აპარატიდან ყავა არ დალიოთ. უგემურია. შესასვლელში აკეთებდნენ გემრიელ ყავას- ოღონდ მაგარია -დღეში მაქსიმუმ სამი ჭიქა. მისაღებში რომ სამეულია, იქ არ დაჯდეთ. ქიბარის დატოვებულია – არ ესიამოვნება.

ერთადერთი ეგ ტროიკა და მაგიდა დაუტოვა ტელევიზიას 2006-ში და დაუფასეთ თქვენ მაინც. ნიუსრუმში კონდიციონერია გაფუჭებული. წუის და მაგრად ყინავს. პერიოდულად წვეთავს, მაგრამ თბილად ჩაიცვით – თორემ თუ გამორთავთ – უჰაერობა დაგახრჩობთ.

ონკანიდან წყალი არ დალიოთ- ტექნიკური წყალი მოდის ყველა ონკანში. ჩემი კომპიუტერიდან D დისკი არ წაშალოთ – ფოტოებს მანდ ვინახავდი და ბექაპი არ გამიკეთებია.

შენობის კურთხევაზე დრო აღარ დაკარგოთ- მთლად მოსაყდრე შიოს აკურთხებინეს თავის დროზე – მოსკოვში რომ იყო მაშინ. პროდაქშენისკენ ექსკურსიაზე თუ გადახვალთ – ვინმე ძველი გაიყოლეთ – იმ ლაბორინთებში პირველად მარტო აუცილებლად დაიკარგებით.

ფინანსურ დოკუმენტაციებში თუ იქექებით – ჯერ კარგად გაერკვიეთ და ჭორების დაყრა მერე დაიწყეთ. კი მაინც ყველას ჰკიდია რას იჭორავებთ, მაგრამ მაინც.
მატარებელი კარგად რომ გაჩერდება- მერე ჩამოდით.” – წერს ლაფერაშვილი.

თქვენი კომენტარი?