MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, “რუსთავი2”-ის ეთერით გავრცელებულ იმ  კადრებთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს, რომელშიც ის არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს ავტომანქანას და არ ემორჩილება პოლიციელს. ვიდეომასალა 2017 წლის ივლისით თარიღდება და არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით არის გადაღებული,  თუმცა ის მხოლოდ დღეს გავრცელდა.

1. ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს – ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.

2. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არაა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

3. გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც.”- აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

თქვენი კომენტარი?