3 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს

568
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე.

თქვენი კომენტარი?