სააკაშვილი კიდევ ერთხელ გვატყუებს – დავით ჩიხელიძე

729
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი


“რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა პროგრამა „საქართველოში უნდა გათენდეს“ წარადგინა, სადაც ქვეყნის განვითარების 5 პუნქტიანი გეგმა იყო გაწერილი, პუნქტების დიდი ნაწილი წმინდა წყლის პიარსვლა და რეალობიდან აცდენილი იყო; როგორც სააკშვილი ამბობს, საქართველოში მხოლოდ პედოფილია და მკვლელობა უნდა იყოს პატიმრობით დასჯადი, შესაბამისად დასანგრევია ციხეები, მაგრამ რა ვუყოთ მიშას სიტყვებს: ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში.

ფაქტია მიშა არის ნულოვანი ტოლერანტობის მომხრე(მისმა წარსულმა ამაში დაგვარწმუნა) და სიტყვები სასჯელის შემსუბუქებაზე მხოლოდ და მხოლოდ პიარია, მითი, რომელიც მის ხელში რეალობად არასდროს იქცევა. შემდეგი ტყუილი საგადასახადო რეფორმა იყო, მისი განცხადებით საქართველოში მხოლოდ ერთი, დამატებითი ღირებულების გადასახადი იქნება, ამავდროულად აპირებს გაზარდოს ჯანდაცვის ბიუჯეტი, მაგრამ არაფერი უთქვამს, როგორ აპირებს ბიუჯეტის შევსებას, როგორ უნდა მოიზიდოს თანხა, რომლითაც სხვადასხვა პროგრამებს დააფინანსებს.

პუნქტი გადასახადების შესახებ იყო, ლამაზი ციფრებით მანიპულირება, რომელსაც რეალობასთნ საერთო არაფერი აქვს. სახელმწიფოს ფუნქციონირება გადასახადების გარეშე შეუძლებელია (რამდენიმე წლის წინ მიშაც ამას ამბობდა) რადგან გადასახადები, ისევ სახელწიფოს და მოსახლეობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ყველაზე უცნაური და დიდი ტყუილი იყო მისი განცხადება ლაზიკის შესახებ, ის საუბრობს არარსებულ ქალაქზე, არარსებულ ათასობით სამუშაო ადგილზე და არარსებულ მრავალათასლარიან ხელფასზე, თან ცდილობს ეს ყველაფერი დაგვაჯეროს.

ამის შემდეგ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი კარგი მეზღაპრეა, რომელიც რეალობას არის აცდენილი და საკუთარ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს,?

სააკაშვილი კიდევ ერთხელ გვატყუებს, რადგან მის საუბარში ერთი სიტყვაც არ თქმულა კონკრეტულ გეგმაზე, თუ როგორ აპირებს აღნიშნული მიზნის მიღწევას (ათი მილიარდის ინვესტიცია ფანტაზია არის და არა მყარი არგუმენტი) ეს ნიშნავს, რომ მისი განცხადება არის სიტყვები სიტყვებისთვის და მოკლებულია ფაქტებს/არგუმენტებს. ის ცდილობს საზოგადოება კვლავ ილუზიებით კვებოს, მაგრამ ავიწყდება რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა და მისი ტყუილების აღარ სჯერა!”


ამ თემაზე:

საქართველოში უნდა გათენდეს – მიხეილ სააკაშვილმა მომავალი განვითარების გეგმა წარმოადგინა (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?