პრეზიდენტის სიტყვა კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე (ვიდეო)

420
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.


გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, კონსტიტუციის დღეს. შეიძლება ვიღაცამ მხოლოდ სიმბოლურ აქტად შეაფასოს და აღიქვას კონსტიტუცია, შეიძლება ვიღაცამ და ბევრმა არც წაიკითხონ, შეიძლება მავანთ არ იცოდნენ და შესაბამისად არ დააფასონ თუ რას ნიშნავდა თუნდაც პირველი კონსტიტუციის მიღება დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის 1921 წელს. შეიძლება ვინმე ფიქრობდეს რა საჭიროა კონსტიტუცია თუ იგი ვერ გვიცავს და ვერ იცავს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიას და მის მთლიანობას. მაგრამ, დღეს უნდა ყველას გვახსოვდეს და არა მხოლოდ დღეს, რომ 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველი სწორედ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია იყო. იმ დღეს მიღებული, როცა იწყებოდა საქართველოს დამარცხება, შემოსვლა და დამარცხება.

დამოუკიდებლობა თუ ვერ დაიცვა პირველი რესპოუბლიკის კონსტიტუციამ, მან მისცა მთავარი იარაღი ემიგრაციას და თვით ქვეყანაში, აქ მებრძოლ თაობებს, რათა სახელმწიფოს აღდგენის საფუძველი შეენარჩუნებინათ. მე პირადად ძალიან ამაყი ვარ. პირველი იმით, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელმაც ეს კონსტიტუცია შეინარჩუნდა და რომელსაც სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ იმითი, რომ მონაწილეობა მივიღე სწორედ საკონსტიტუციო კომისიაში ახალი ცვლილებების შეტანისა, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯი არის ჩვენი დემოკრატიული პროგრესის მიმართულებით. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის დაცვა და მისი პრინციპების ერთგულება არის, სწორედ როგორც თვით კონსტიტუცია ამბობს, პრეზიდენტია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

სწორედ დღეს საჭიროდ მიმაჩნია ვილაპარაკო პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც ხშირად ან არასწორად გაგებულია ან განზრახ დამახინჯებული, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

საზღვრების თემით დავიწყოთ. დიახ, პრეზიდენიტს მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. ამდენად მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაცქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკოაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა. მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოპკუპირებული ტერიტორიები, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი პარტნიორების ამ მიზნით ამოქმედება და მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივაღწიოთ სრულიად უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად.

ხშირად ისმის ასევე კითხვები, რატომ არ აფიქსირებს პრეზიდენტი პოზიციას ამათუ იმ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, სახელმწიფოს სახე, თითოეული მოქალაქეს პრეზიდენტი და მაშასადამე ვალდებულია იყოს ზეპარტიული, ამიტომაც მისი მოვალეობა არაა მხარედ ქცევა, არამედ შერიგება. ის რაზედაც ვსაუბრობ ინაუგურაციიდან დღემდე ყველა ჩემს გამოსვლაში და რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი უმაღლესი მიზანი – პრეზიდენტი ვალდებულია შეინარჩუნოს ნეიტრალურობა, მითუმეტეს როცა საკითხები სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

მე საქართველოს პრეზიდენტი ჩართული ვარ იმ პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი დემოკრატიის გამყარებასთან და საზოგადოების გაერთიანებასთან. ამის დასტური არის დღევანდელი დღე სადაც ყველა იყო მოწვეული და ძალიან ვწუხვარ თუ ყველა არ მოვიდა იმიტომ, რომ ასეთ ღონისძიებაზე დასწრება – ეს არის პირველი ნიშანი რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს, კონსტიტუციას, ჩვენ დროშას, დამოუკიდებლობას და ყველა იმ მთავარ გამოწვევებს რაც ჩვენ წინ დგას, თუ ეს არ შეგვიძლია მაშინ ბევრი კითხვები ისმება.

აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ადამიანის უფლებების დაცვა არის არამხოლოდ ჩემი მოვალეობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საზრუნავი სხვდასხვა ფორმით და სხვდასხვა ძალისხმევით. მე პირადად, და ვიცი რომ თქვენც, არავიზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ. კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შეტევა არის უმძიმესი დანაშაული მითუმეტეს ქვეყანაში რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია.

იწყება საარჩევნო წელი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, დემოკრატიის გამყარების და წინსვლის მაგალითი. მაქვს მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში საარჩევნო სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯებიც საბოლოოდ გამყარდება და აისახება კონსტიტუციაში. მაქვს იმედი, რომ ჩვენ დავხვეწავთ პოლიტიკურ ენას და გამოხატვის უფლებასთან ერთად რომელიც უთუოდ უნდა იყოს ბოლომდე დაცული, მოვნახავთ გზებს რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ.

არ მინდა ეს სიტყვა ისე დავასრულო, რომ არ გამოვხატო ჩემი პატივისცემა ყველა იმ ადამინის მიმართ ვინც წარსულში ქმნიდა საქართველოს სამართლის ძეგლებს და ამით ჩვენს სახელმწიფოს აშენებდნენ. ვინც პირველ კონსტიტუციას აყალიბებდა, როგორც ჩვენი წინაპრები (19)21 წელს, ასევე მინდა აქ გავიხსენო, მაშინ ცნობილი, დღეს ნაკლებად ცნობილი კონსტიტუციონალისტი და იურისტი, მიხეილ მუსხელიშვილი, რომელიც აყალიბებდა პირველ ევროპულ კონსტიტუციის ვერსიას, მართალია ფედერალური და ეს არ იქნა შენარჩუნებული, მაგრამ ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ასეთი ადამიანებით.

მინდა ასევე, პატივი ვცე ყველა დღეს, აქ მოსულ კონსტიტუციონალისტები ვინც არიან, მათ ძალიან დიდი წვლილი ეკუთვნით ჩვენი კონსტიტუციის (19)95 წლის და შემდგომ, ყველა ცვლილებების შექმნაში და ჩამოყალიბებაში და ეს არის ძალიან დიდი საქმე იმიტომ, რომ ჩვენ კონსტიტუციიდან, კონსტიტუციაზე მივდივართ წინ, ვაყალიბებთ ახალ უფლებებს ამ კონსტიტუციაში, სოციალურ უფლებებს, ადამინის უფლებებს და ვართ ამ კუთხით ასევე პროგრესული და ევროპელი ქვეყნებთა შორის ვიწერებით ამ
მიზნით.

კანონის უზენაესობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი პრინციპი არის ასეთი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისათვის და ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ თქვენზე დგას. ასევე ბოლოს, მაგრამ ასევე იქნებოდა თავში, უნდა გახსენოთ თქვენ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარევ და ყველა წევრებო, რომლებსაც გაკისრიათ უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფაში.
ჩვენ ყველამ ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი კონსტიტუციით.

ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება, და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი პრინციპები თითოეული მოქალაქისთვის.
კიდევ ერთხელ გისურვებთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ და მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისთვის და ახლა გადმოგცეთ სიტყვა ბატონო პრემიერო

თქვენი კომენტარი?