თამარ რუხაძე უარყოფს ინფორმაციას “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დანიშვნის შესახებ

779
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინტერნეტ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ამავე არხის ყოფილი ჟურნალისტი თამარ რუხაძე ინიშნება, რასაც რუხაძე უარყოფს და ამბობს, რომ უცნობია, თუ საიდან გავრელდა ეს ინფორმაცია.

“დღეს შუადღის შემდეგ ბევრი ზარია ჩემს ტელეფონზე და მესიჯი ინბოქსში. არ ვიცი, საიდან გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ რაც ვიცი, ისაა რომ ძალიან მომწონს რასაც ახლა ვაკეთებ და სამსახურის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ”- ამბობს თამარ რუხაძე.

თქვენი კომენტარი?