“დიდუბეში ბურბუშელას ვყიდი, ხანაც მოწყალებას ვითხოვ რომ ჩემს შვილს საჭმელი და პამპერსი მოვუტანო”

767
წაკითხვა/ნახვა

 დიდუბეში ბურბუშელას ვყიდი, ხანაც მოწყალებას ვითხოვ რომ ჩემს შვილს საჭმელი და პამპერსი მოვუტანო” – ამ ციტატით აქვეყნებს ინფორმაციას “დედების ფონდი”-ს ფეისბუქ გვერდი, რომელიც ახალგაზრდა მამისა და მისი პატარას შესახებ მოგვითხრობს.

“განადგურებული წამოვედი ციციშვილის კლინიკიდან… ეგრედწოდებულ პალიატიურ განყოფილებაში, სადაც უიმედო მდგომარეობის მქონე ბავშვები წვანან საშინელება, საცოდაობა და უბედურება ტრიალებს.

პატარა გიგა ბოგვერაძე 2 წლისაა, აქედან წელიწადზე მეტია უკვე ამ საწოლზე ასე უღონო, უმოქმედო და უიმედო წევს… მშობლებს დღის განმავლობაში რამდენიმე საათი აქვთ რომ შვილი მოინახულონ.

ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ რა სჭირს ასეთ პატარას რომ წელიწადზე მეტია რეანიმაციის კედლებს უყურებს?! პასუხი მინდა დავწერო მაგრამ ვაი რომ გული მისკდება, ვაი რომ პასუხი არ მაქვს და ეს სიცოცხლე ბავშვი დღემდე უდიაგნოზოდ იტანჯება.

ისევ მკითხაობა, დაუზუსტებელი დიაგნოზი, ვარაუდები, არანაირი იმედი და მომავალი.

ესე შეჰყურებს მამა თავის გიგას, მთელი დღე რომ დიდუბის ავტოვაგზალზე, დასიცხული და გადაქანცული მაინც ბედნიერი მორბის თავის შვილის სანახავად, ბედნიერი რომ თუ ცოტა ფულს იშოვნის ბურბუშელის გაყიდვით, თავის გიგასთან ხელცარიელი არ მოვა.

მე არ ვიცი სად არის სამართალი, რატომ ეწევა აღმართში ქვა ისედაც გაუბედურებულ ოჯახს, რომელსაც ქვეყანაზე სასიკეთო არაფერი გააჩნია… რატომ იტანჯება 2 წლის გიგა ასე უდიაგნოზოდ და ბედის ანაბარად, რამდენი ხანიც გაძლებს ასე გაძლებსო…
გამისკდა გული გიგას მშობლების შემხედვარე, რომლებისთვისაც რეანიმაცია სახლად იქცა.” – წერი დედების ფონდი გვერდზე, სადაც ასევე მითითებულია რეკვიზიტები მათთვის, ვისაც სურს პატარა გიგას და მის ოჯახს დაეხმაროს.

გიგას გამოკვლევა თურქეთში 15 000$ ჯდება…ახლა ჯერი თქვენზეა ჩვენო გულშემატკივრებო

დანიშნულება გიგასთვის

www.pondi.ge  ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD.

ჩარიცხვა აპარატიდან:

თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ “სხვადასხვა”-> “ქველმოქმედება” -> “დედების ფონდი”
სხვა დანარჩენი აპარატებიდან:
საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ).
საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები : დედების ფონდი
🔘საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
🔘თიბისი ბანკი:
GE17TB7174136080100007
🔘ხალიკ ბანკი:
GE08HB0000000000473608
🔘ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
🔘ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210

ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი📱0901700483

თქვენი კომენტარი?