ნინო თოლორდავა ქრონიკის წამყვანი ხდება

2717
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც არ დადასტურდა ნინო თოლორდავას ეხება, დილიდან ვრცელდებოდა ახალი ამბავი, თითქოს ის კურიერის წამყვანი ხდებოდა, თუმცა როგორც თოლორდავა ამბობს, სექტემბრიდან ის ქრონიკას წაიყვანს და არა კურიერს.

“ძალიან გახარებული ვარ, რომ ამბავმა ჩემი ტელევიზიაში დაბრუნების შესახებ, ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ვღებულობ უამრავ შეტყობინებას და ზარებს.  მეგობრებო მინდა გითხრათ, რომ დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემი ადგილია! სექტემბრიდან იმედზე ქრონიკაში შევხვდებით, მიყვარხართ” – წერს ნინო თოლორდავა ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?