რ2 – ს ჰყავდა ძირითადად სამი კატეგორიის მაყურებელი, ნაციონალური მოძრაობის ელექტორატი, პროდასავლური პარტიების ელექტორატი + შუაშისტები

851
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნიკა მელია – პარლამენტის წევრი (ენმ)


ერთი წუთით დავუშვათ და ბიძინამ რ2 – ის მაუწყებლობა რაიმე სახით განაახლა საინტერესოა რამდენ მაყურებელს შეინარჩუნებს ბიძინას რუსთავი 2 ?!

რ2 – ს ჰყავდა ძირითადად სამი კატეგორიის მაყურებელი:

1. ნაციონალური მოძრაობის ელექტორატი (500-600 ათასი)

2. სხვა პროდასავლური პარტიების ელექტორატი + შუაშისტები

3. გასართობი სეგმენტის მიმდევრები, ქოცებიც კი უყურებდნენ ნანუკას, ვანოს შოუს, მაია ასათიანს და სხვებს…

პირველი კატეგორია მთლიანად გადავა ახალ “მთავარ არხზე”

მეორე კატეგორიას რ2-ი შეინარჩუნებს იმ შემთხვევაში თუ არხი არ გახდება ქოცური, დარჩება კრიტიკული და ეყოლება “ვარსკვლავი” სახეები

მესამე კატეგორია დამოკიდებულია იმაზე რომელი შოუების შენარჩუნებას შეძლებს არხი. ბიძინას აქვს მხოლოდ თეორიული შანსი შეინარჩუნოს მეორე და მესამე კატეგორიის აუდიტორია.

იმ შემთხვევაში თუ ეს ვერ მოახერხა, იმედის მაყურებლის ნაწილი გადმორთავს რ2 – ზე, რაც დასუსტებულ ტვ იმედს კიდევ უფრო დაასუსტებს

მოკლედ, ოლიგარქიული პარადოქსია – ბიძინა 7 წელი ებრძოდა რ2- ს იმისთვის რომ ტვ იმედი დაესუსტებინა”

თქვენი კომენტარი?