მონღოლეთის დელეგაცია საქართველოში – შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

460
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 4 დღიანი ვიზიტით მონღოლეთის დელეგაცია იმყოფება.

ვიზიტის მიზანია მონღოლეთის სოციალური დაცვის სამსახურების წარმომადგენლები გაეცნონ საქართველოში არსებულ სოციალურ პოლიტიკას და მოსახლეობისთვის განკუთვნილ სოციალურ სერვისებს. გამოცდილების გაზიარების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, სოციალური დაცვის დეპარტამენტისა და სოცალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მონღოლეთის დელეგაციის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის რეფორმები და სამომავლო გეგმები, რაც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევას ემსახურება. მიზნობრივი სოციალური დახმარება, დაგროვებითი პენსია, დასაქმების პროგრამები და სხვა სერვისების წარმოადგენდა განხილვის მთავარ საკითხს. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დასაქმების ხელშეწყობაზე.

„სიღარიბის დაძლევის უმთავრესი გზა მოქალაქეების დასაქმებაა. სწორედ ამიტომ ჩვენ განვახორციელეთ ძირეული რეფორმები დასაქმების მიმართულებით. ჩვენ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს დაგეგმილი. დასაქმების მიმათულება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გეგმავს ჩამოაყალიბოს დასაქმების სააგენტო, რომლის საქმიანობა ბევრად ეფექტიანი იქნება და მოსახლეობას უკეთ დაეხმარება სამუშაო ადგილების მოძიებასა და დასაქმებაში “-განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

ვიზიტის ფარგელბში მონღოლეთის დელეგაციის წარმომადგენლებს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში ადგილზე გააცნობენ მუშაობის პროცესს და მოქალაქეთა მომსახურების პრინციპებს. მონღოლეთის დელეგაციის ვიზიტი 26 აგვისტოს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდება.

თქვენი კომენტარი?