როგორ გამოიყურებიან ფეისბუქზე მიშისტები და ბიძინისტები

339
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“პერიოდულად ვათვალიერებ ხოლმე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მომხრეთა გვერდებს. სოციალურ ქსელებში ადამიანები თავიანთ ემოციებს დაუფარავად გამოხატავენ,მათ შორის იმიტომ,რომ ვირტუალურ სამყაროში ფიზიკური ტკივილის შიში არ აწუხებთ,ხოლო ზნეობრივი მუხრუჭები ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს მოშლილი აქვს.

ჰოდა,ობიექტურად ასეთი სურათია-ეს ორი საზოგადოება რეალობას აბსოლუტურად განსხვავებული რაკურსით უყურებს, მოვლენების და პიროვნებების შეფასება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ურთიერგამომრიცხავი და დაპირისპირებულია.

ასე,მაგალითად პირველი ჯგუფისთვის მიხეილ სააკაშვილი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე,რეფორმატორი და რუსეთთან მებრძოლი პატრიოტია,ხოლო მეორე ჯგუფისთვის სისხლიანი ტირანი,რუსეთისთვის მიწების გადამცემი,ფსიქოპატი და ა.შ.

შესაბამისად,ბიძინა ივანიშვილი პირველი ჯგუფისთვის რუსეთის აგენტია,რომელმაც ეს უდიდესი მოღვაწე მუხანათურად ჩამოაშორა ხელისუფლებას,ხოლო მეორეთათვის ფსიქოპატის ტირანიისგან განმათავისუფლებელი გმირი.

ასეთი და გაცილებით ხატოვანი მაგალითებით სავსეა სოც-ქსელები და აქ დროს არ დავხარჯავ.
ერთს კი ვიტყვი,რომ ამ ორ ჯგუფის დაპირისპირების ხარისხი, ურთიერთსიძულვილი უკვე პიკს აღწევს და შეიძლება კიდევ უფრო დიდ უბედურებას გადაგვკიდოს,ვიდრე დღეს ვიმყოფებით.

ეს ადამიანები,და აქ ცხადია,ენმ ლიდერობს,მეორე მხარის არსებობასაც კი არ უშვებს.
ასეთივე სიძულვილი მინახავს სოც-ქსელებში,მაგალითად,სომხებსა და აზებაიჯანელებს შორის,,მათ არც რუსები და უკრაინელები ჩამორჩებიან.
იქ დაპირისპირებას სახელმწიფო საზღვრები და სამშვიდობო ძალები აჩერებენ.

აქ კი,სახელმწიფო ინსტიტუციების მოშლის პირობებში შეიძლება უმართავი პროცესი მივიღოთ.
დახოცავენ ერთმანეთს იმ ხვიჩა და გოჩასავით. თანაც სულ ცოტა ხნის წინ სარდალთაგან ერთი ფრანგი იყო და მეორე- ეგვიპტელი(რუსი), და სულ ახლახან გახდნენ ბედკრული საქართველოს შვილები.”– წერს სოსო მანჯავიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE