კურიერის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად ირაკლი იმნაიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს – (ვიდეო)

746
წაკითხვა/ნახვა

“რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის და ამავდროულად დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც პაატა სალიამ ბრიფინგზე წარადგინა.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და წარმატებით დასრულების შემთხვევაში იმნაიშვილი დაიწყებს ახალ თანამდებობაზე მუშაობას. როგორც ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, მას აქვს ამბიცია, რომ “რუსთავი2” გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია.

ირაკლი იმნაიშვილი წლების წინ ტელეკომპანია “მზე”-ში მუშაობდა, ჰქონდა საავტორო გადაცემა “არჩევანის ზღვარზე” რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიხურა, ამის  შემდეგ ის მეუღლე, ნათია აბრამიასთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, სადაც მასთან ერთად  ამ დრომდე  “BBC”-ში მუშაობს. თავის მხრივ, ნათია აბრამია 2000-იან წლებში ღამის კურიერის წამყვანი იყო აკაკი გოგიჩაიშვილთან ერთად,

ცნობისთვის, “რუსთავი2”-ში ამ დროისთვის 800-მდე თანამშრომელი რჩება და აგრძელებს მუშაობას.

თქვენი კომენტარი?