სოფო ჯაფარიძე ნაც.მოძრაობის გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, ისინი მიხეილ სააკაშვილთან ერთად გააგრძელებენ ქვეყნის მშენებლობას. ამის შესახებ მან ტვ “პირველი”-ს ეთერში ისაუბრა.
“26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად ვიტყვით – კი ევროპას და ჩვენი ქვეყნის მშენებლობას გავაგრძელებთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოშო ევროკავშირის დროშა – მიხეილ სააკაშვილთან ერთად და ის 12 წელი, რაც ამ ხელისუფლებამ ანგრია, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ შენებას და დიახ, არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი შენებასა და ნგრევას შორის აუცილებლად შენებაზე, ისევ დავაყენებთ ქვეყანას ევროპულ გზაზე, აღმშენებლობის იმ ტემპს დავუბრუნებთ, რასაც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად საფუძველი ჩაუყარა და აუცილებლად, ჩვენი ქალაქ ისევ იქნება მწვანე, აღარ იქნება ბეტონის ჯუნგლები, რასაც დღეს ვხედავთ”- თქვა სოფო ჯაფარიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს