გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო – ნინო წილოსანი

654
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქიის წამყვან შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივლებს.

“გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის.

ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა.

ინფორმაციისთვის:
შოთა დიღმელაშვილმა გადაცემაში #სირცხვილია გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე, ნინო წილოსანი “ვკრიშავ” (როგორი სოლიდურ/ჟურნალისტურ/პროფესიონალური ტერმინია) კომპანიას, რომელმაც ქუთაისში ააშენა უსახლკაროთათვის სახლები”  – წერს ნინო წილოსანი.

თქვენი კომენტარი?