კადრები პეკინის გამზირიდან, სადაც ჩანს თუ როგორ დაესხა ქალი ბავშვს

8087
წაკითხვა/ნახვა

შემთხვევა 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე მოხდა, როდესაც 5 წლამდე ბიჭი მშობლებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც მათთვის უცნობი პირი მიუახლოვდა და ბავშვს დანა გადაუსვა სახეზე. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა, მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჟვანიას კლინიკის ექიმის, ნათია ვასაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

,,პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია კლინიკაში. აღენიშნებოდა საკმაოდ ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში. მომზადდა ქირურგიული ჩარევისთვის. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; აღნიშნული ჭრილობები გაიკერა.

ამჟამად მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მზადდება პალატაში გადასაყვანად. დღეს დარჩება და გავწერთ მაშინ, როცა მისი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ნათია ვასაძემ

თქვენი კომენტარი?