ასეთი გადაწყვეტილებების მიღება უნდა ისწავლოთ, თორემ ბიძინა ივანიშვილის ფული ყველას არ ეყოფა

226
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი მთავრობის მიერ, მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.

“ძალიან მიხარია რომ 600 000 ადამიანი ამაღამ უფრო მშვიდად დაიძინებს… იმედია არჩევნების მერეც ამ სტილში გააგრძელებთ და ყოველთვის გულთან მიიტანთ იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც კაბალური სესხებით, უსამართლო ჯარიმებით, სიღარიბით, უმუშევრობით ან არანორმალური სამუშაო პირობებით იტანჯება.

ჰო და კიდევ – ეს პრობლემები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება უნდა ისწავლოთ, თორემ ბიძინა ივანიშვილის ფული ყველას არ ეყოფა.

ელემენტარულად, ბანკებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ბოლო 30 წლის მანძილზე იმდენი ფული აქვთ ხალხისგან უსამართლოდ მითვისებული, რომ იდეაში არაფერი დაშავდებოდა თუ საერთოდ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამოაწერდნენ პრობლემურ ვალებს ჩვენს ყველაზე გაჭირვებულ თანამოქალაქეებს.

გარწმუნებთ, თუ მდიდარი კომპანიებისთვის დავალიანების ჩამოწერით არ ინგრევა ფინანსური სისტემა, არც ღარიბი ადამიანებისთვის მცირე შეღავათის მიცემით დაინგრევა.”– აცხადებს ზვიად ავალიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE