ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა და ახლობელი მომხდარზე კომენტარს აკეთებენ

1601
წაკითხვა/ნახვა

პეკინის გამზირზე, ბავშვის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის ვინაობა და სხვა დეტალები გახდა ცნობილი. დაკავებული 51 წლის თამარ საძაგლიშვილია, რომელიც ბოლო პერიოდში მარტო ცხოვრობს, ხოლო მისი დედა შეკვეთილში, სასტუმროს მფლობელია და სეზონის გამო იქ უწევს ყოფნა. ამის შესახებ “მაესტრო”-ს, ოჯახის ახლობლები და თავად დაკავებულის დედა ესაუბრნენ.

ირკვევა ისიც, რომ თამარ საძაგლიშვილი მართლაც მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, თუმცა იყო ადეკვატური და მისი მხრიდან ჩადენილი საქციელი ყველასთვის გასაკვირი და შოკისმიმგვრელია. მათი ინფორმაციით, ბრალდებული სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.

„ვნახეთ კადრები და შოკში ვართ, არ ვიცით რა და როგორ მოხდა. ცხოვრობდა მშვიდად, არასოდეს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. რა მოხდა გუშინ გვიჭირს საუბარი. თამარ საძაგლიშვილს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ძირითადად სახლში იყო და ხატავდა, სულ ეს არის რის თქმაც შემიძლია”,- უთხრა მაესტროს ოჯახის ახლობელმა ციური ჯიქიძემ.

“მაესტრო” ასევე ესაუბრა დაკავებული თამარ საძაგლიშვილის დედასაც. მანანა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რა გზით დააპირებს მისი შვილის დაცვას და არც ადვოკატის აყვანის შესახებ მიუღია გადაწყვეტილება. მისივე თქმით, 51 წლის თამარ საძაგლიშვილს გუშინ საღამოს ესაუბრა და მომხდარის შესახებ მისგან არაფერი შეუტყვია.

თქვენი კომენტარი?