იბერიიდან რომ გამოგვყარეს, მაშინ არ ვყოფილვარ ასე – ვახო ხუზმიაშვილი

2716
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია “იბერიის” შენობაში და ამავე არხის ბაზაზე “მთავარი არხი”-ს მაუწყებლობის დაწყებაზე კომენტარს აკეთებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

არანაირი უხერხულობა ხო?  ყველაფერი მოსულა ანუ? “იბერიიდან რომ გამოგვყარეს მაშინ არ ვყოფილვარ ასე. იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კიდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორის დაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა.

თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალიატოსთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ.

ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა? წერს ვახო ხუზმიაშვილი.


ამავე თემაზე:

ტელეკომპანია “მთავარი არხი” “იბერიის” ბაზაზე იწყებს მაუწყებლობას (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?