დაპირისპირების ახალი კერა, ამჯერად ყოფილ “იბერიელებსა” და ხელმძღვანელებს შორის

776
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“იბერიის” ყოფილი ჟურნალისტები ტელევიზიის დამფუძნებლებს, ზაზა ოქუაშვილსა და მის მეუღლეს, დეპუტატ ნატო ჩხეიძეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “იბერიის” შენობაში და ამ არხის ტექნიკური რესურსით “მთავარი არხი” დაიწყებს მაუწყებლობას.  ამის შესახებ კომენტარები გააკეთეს  საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა და საინფორმაციო გამოშვების ყოფილმა წამყვანმა თამარ ურუშაძემ.


თამარ ურუშაძე 

“თითქმის ერთი წელი გადის, რაც იბერიის, ჩუბინაშვილის 41-ნომერის კარი დაგვიხურეს. მოგვიჯახუნეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ბოდიშის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოგვიხურეს ისე, რომ ამ დღის მერე, ათობით ჟურნალისტს დირექტორი რკინის გისოსებიანი ღობის მეორე მხრიდან გველაპარაკებოდა და შენობაშიც არ გვიშვებდნენ. არხი დახურეს. ტელევიზია გააჩერეს.

ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, პროდიუსერები, ტექნიკური თუ შემოქმედებითი ჯგუფფის წევრები პირდაპირი გაგებით ქუჩაში გამოყარეს. მას შემდეგ გუნდის უდიდესი ნაწილი ისევ სამსახურს ეძებს. იყო სასამრთლოები, მოგებული გადაწყვეტილების გასაჩივრებები შემდგომ ინსტანციაში.

წარმატებები ყველა კოლეგას, მაგრამ იყო და არა იყო რა? ნატო ჩხეიძე, იქნებ გაგვცეთ პასუხი, იმ ასობით ადამიანს, ვისაც ასე მოექეცით. აღარაფერს აღარ აქვს ფასი ?! აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა ? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?” – დაწერა ჟურნალისტმა, რასაც ნატო ჩხეიძემ ასე უპასუხა.

ნატო ჩხეიძე


“რადგან ჟურნალისტი თამარ ურუშაძე მე მომმართავს და პასუხს ჩემგან ელის, ცხადია, კიდეც გავცემ პასუხს. ისე კი, ძალიან დასანანია, რომ ლამაზ სხეულში ყოველთვის ვერ ყოფილა ლამაზი სული.

მივყვეთ მოვლენებს: ნიუსების ჟურნალისტებმა მიკროფონები დასდეს და ოპერატორებმა კამერები დააწყვეს 16 ოქტომბერს, გუშინ, 15 ოქტომბერს ბოლო 2 კვირის ხელფასის ჩარიცხვა 1 დღით რატომ დაგვიანდაო… და სანამ არ ჩაგვერიცხება, ვერც მოვალთო, არც ტრანსპორტის თანხა არ გვაქვსო, არც პატარის პამპერსის საყიდელი თანხა აღარ გვაქვს ოჯახში დასატოვებლად და არც მოხუცისთვის წამლის თანხაო და არც პურის საყიდელი თანხაო.

2 კვირიდან 2 კვირამდე ვცხოვრობთ და ვერც ერთ დღეს დაგვიანებას ვერ მოვითმენთო და… სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები პროფკავშირის დახმარებით და მათთან ერთად. ამას ჰქვია, ჟურნალისტ ურუშაძის შეფასებით, იბერიას მხრიდან კარის გამოჯახუნება. შეხვედრისას ერთ- ერთმა ჟურნალისტმა პათეტიკურად მკითხა, ჩვენ რომ აქ ჯარისკაცებივით ვართ, ამას ვერ ხედავთო?

ვხედავ, როგორ ცერ ვხედავ- მეთქი, ვუპასუხე. მაგრამ ჯარისკაცი რომ იარაღს დასდებს, იმას დეზერტირი ჰქვია, ასე გამიგია- მეთქი, დავამატე.

მე ახლაც იგივე აზრის ვარ.  როგორც ჩანს, მორალს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ ახვადასხვა მორალის ადამიანები.

იბერიას ყველა თანამშრომელლმა, უკლებლივ ყველამ, მათაც, სიუჟეტების მომზადების ნაცვლად იბერიას წინააღმდეგ აქციებს რომ აწყობდნენ, მიიღეს მთელი ოქტომბრის ანაზღაურება.

იბერიას წინააღმდეგ აქციების მომწყობ 18 ჟურნალისტსა და 39 ოპერატორ- მენონტაჟეს ახლა დავა აქვს სასამართლოში კონპენსაციაზე. ჩვენი სასამართლოს სამართლიანობა ყველას მოეხსენება, მით უფრი პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითზებზე. 
როგორც ჩანს, მაინც ერთულებათ, რადგან თებერვლის მერე პროცესი არ განუახლებიათ.

უმუშევრად დარჩენილმა ამ ჟურნალისტ- ოპერატორ- მენონტაჟეებმა (ორგანიზატორებმაც და აყოლილებმაც ) კარგია იქნება იცოდნენ, რომ სანამ ნაბიჯს გადადგამენ, გაიაზრონ იმ ნაბიჯის მნიშვნელობა და გაიხსენონ ქართული ანდაზა : ვირმა პალო ამოაძრო, ერთი სხვასა ჰკრა და ათი თვითონ იკრაო.”– დაწერა ნატო ჩხეიძემ.


ამავე თემაზე:

იბერიიდან რომ გამოგვყარეს, მაშინ არ ვყოფილვარ ასე – ვახო ხუზმიაშვილი

თქვენი კომენტარი?