ყაზახეთში მოტყუებით ჩაყვანილი საქართველოს მოქალაქე უკან ვერ ბრუნდება და დახმარებას ითხოვს

299
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

სოციალური ქსელის მომხმარებელი აცხადებს, რომ ყაზახეთში მოტყუებით წაიყვანეს და სამსახურს დაჰპირდნენ, თუმცა იქ ჩასულს არავინ არ დახვდა. მოქალაქე ირაკლი კიკაბიძე საქართველოში დაბრუნებისთვის დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, უკვე ერთი თვეა ქალაქ ალმათში იმყოფება და ხან ქუჩაში უწევს ღამის გათევა და ხან უცხო ადამიანები აძლევენ დროებით თავშესაფარს. მისივე თქმით ქვეყანაში ძალიან აცივდა და მინუს 13 გრადუსია.

“Multimedia.ge ირაკლი კიკაბიძეს ესაუბრა.

“ყაზახეთის ქალაქ ალმათში მოტყუებით ჩამიყვანა კერძო პირმა, იქ ჩასულს არავინ არ დამხვდა, თანხა არ გამოურთმევია, მხოლოდ ბილეთი ვიყიდე და იქ ჩასულს აეროპორტში არავინ არ დამხვდა, ოდნოკლასნიკით ვესაუბრებოდი და ის პროფილიც გაუქმებულია. საქართველოს საელჩო ქალაქ ასტანაშია, რომელიც აქედან 1000 კილომეტრშია და ჩასვლას ვერ ვახერხებ. ტელეფონიც გავყიდე და ახლა სხვისგან გწერთ.”- ამბობს ირაკლი კიკაბიძე ჩვენთან საუბრისას.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE