“რუსთავი2” განახლებული მაუწყებლობისთვის ემზადება

913
წაკითხვა/ნახვა

“რუსთავი2” რამდენიმე დღეში განახლებული პროგრამული ბადით ბრუნდება. ამის შესახებ არხის დირექტორმა პაატა სალიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისივე თქმით, ამისათვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. უახლოეს დღეებში ეთერში გავა კურიერიც.

“უახლოეს დღეებში სრულად აღდგება მაუწყებლობა, რომელიც განახლებული, უკეთესი, უფრო საინტერესო იქნება და მაყურებელს ბევრ სიახლეს ვპირდებით. ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მუშაობა არ წყდება, დღე და ღამე ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაყურებელს ძალიან მალე დაუბრუნდეს „კურიერი“, სხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თოქ-შოუები და ასევე ბადე შევავსოთ იმ გასართობი გადაცემებით, რომელიც ასე უყვარს ჩვენს მაყურებელს.”– განაცხადა პაატა სალიამ.

თქვენი კომენტარი?