ბოლო ამბები
14/10/2024

სამი დღეა ყველა დეტალი ვიცი, მაგრამ ხმა არ გამიღია, რა მოხდა სინამდვილეში? – ელისო კილაძე გახარია-ხაზარაძის არშემდგარ ერთობაზე

გაზიარება

ელისო კილაძე გახარია ხაზარაძის არშემდგარ ერთობაზე წერს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მათი კოალიცია ჩაიშალა.

“პრეზიდენტმა პირისპირ დასვა ორი საპირისპირო ბანაკი და ითამაშა მედიატორის როლი.
შესთავაზა მხარეებს პარიტეტი სიებში.(ეს იყო სწორი )

მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ვერ ახტება საკუთარ ეგოს და პირველობის ამბიციას,მოითხოვა 60/40-ზე ! გიორგი გახარია იყო თანახმა(ჰქონდა საკუთარი გუნდის რწმუნებაც)

კოალიციაში ურთიერთ წინააღმდეგობის შემდეგ,მომდევნო შეხვედრაზე ხაზარაძემ მაგიდაზე ისევ დადო პრეტენზიების სია-20 ივნისი,წერილი,ანაკლიის პორტი და ა.შ.იმის გამო რომ უპირატესობა მოეპოვებინა ,პირდაპირ ვთქვათ,დაიწყო ვაჭრობა!
პასუხად მიიღო გახარიას გუნდის საჯარო განცხადება!

ამ ეტაპზე,პრეზიდენტი ცდილობს,ბოლომდე გამოიყენოს მისი რესურსი და როგორმე დააბრუნოს მოლაპარაკების მაგიდასთან ორივე მხარე!

P.s. ცალკე ანალიზის საგანია ლელოს პატარა ბიჭები,დაყენებული სახეებით კამერებთან და უტიფარი ტყუილებით !!
თქვენ ეგოებს იფხანთ,თუ ოცნების დამარცხება გინდათ,ბოლო ბოლო?! – წერს ელისო კილაძე.

სხვა ამბების წაკითხვა