24/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

არასდროს ცხოვრებაში, ვიზების შეჩერება არ მომითხოვია – ნინო ლომჯარია

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი

ნინო ლომჯარია ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზების შეჩერება შესაძლოა ქართული არასამთავრობოების მოთხოვნის საფუძველზე შეაჩეროს.

“პროპაგანდიატული მედიები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოვითხოვე ვინმესთან. “მაკკეინის ინსტიტუტს” საერთოდ არ შევხვედრივარ, არასდროს ცხოვრებაში ვიზების შეჩერება არ მომითხოვია, პირიქით კი ხშირად მითხოვია. თუ ევროკავშირი აქამდე არ უჩერებს საქართველოს ვიზებს, ეს სწორედ აქტიური და თავისუფალი არასამთავრობო სექტორის არსებობის და ქართველი ხალხის დამსახურებაა.

ვიზების შეჩერებაზე ევროკავშორის ელჩმა თავად ისაუბრა და ამის მიზეზად “რუსული კანონის” მიღება და ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის ღირებულებებიდან გადახვევა დაასახელა. დეზინფორმაციული პროპაგანდა კი ცდილობს საკუთარი დანაშაული კონკრეტულ ადამიანებზე გადმოიტანოს.”- ამბობს ნინო ლომჯარია.