ეს არის თემა, სადაც ყველა უთანხმოება გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთად ვებრძოლოთ ოკუპაციას

476
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი ლაღიძე – პარტია “მომავალი საქართველო”-ს თავმჯდომარე


“მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ხაშურის რაიონში, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას ტყეში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის ფაქტს. ვფიქრობ, ეს არის მისასალმებელი და სწორი ნაბიჯი. რაც შეეხება ე.წ. ოსური მხარის პოზიციას, ის აშკარად პროვოკაციებს შეიცავს და მიმართულია სიტუაციის ესკალაციისაკენ.

საგუშაგო მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ის, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისაკენ,მინდა ამ საკითხში ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადო ქართულ პოლიციას და პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდო კონსოლიდაციისაკენ. ეს არის თემა, სადაც ყველა უთანხმოება გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთად ვებრძოლოთ ოკუპაციას!” – აცხადებს გიორგი ლაღიძე.

თქვენი კომენტარი?