ბოლო ამბები
14/10/2024

დამასანქცირეს?! კიბატონო, ჩნდება ბუნებრივი კითხვა – რისთვის?! ამაზე პასუხი მარტივია – კონსტანტინე მორგოშია

გაზიარება

“ალტ-ინფო”-ს დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ეხმიანება ამერიკის მიერ, მისი და ზურაბ მახარაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას.

“დამასანქცირეს?! კიბატონო, ჩნდება ბუნებრივი კითხვა – რისთვის?! ამაზე პასუხი მარტივია, რადგან დადგენილებაშივე შავი თეთრზე წერია, რომ მე თურმე ხელს ვუშლიდი თავისუფალი აზრის გამოხატვას და ვყოფილვარ იმ მედია და პოლიტიკური პლატფორმის დამფუძნებელი, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ებრძვის!

ანუ ვყოფილვარ გლობალისტებისთვის დიდი საფრთხე! ანუ ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ: მიზეზი ის ყოფილა, რომ საქართველოში არ ჩავატარებინეთ მამათმავლობის ზეიმი და წინ აღვუდექით სოდომისტებს.

ანუ დავდექით ღმერთის მხარეს და დანგრეული ტაძრის ადგილას, აღვმართეთ ქრისტეს ჯვარი. ჯვარი, რომელიც არის სიმბოლო, ლიბერალური დიქტატურის დასასრულის დასაწყისის საქართველოში. თურმე ქართველ ხალხს ვეუბნებოდით და ვეუბნებით სიმართლეს, რომ ჩვენ ვართ ქართველები და არავითარი მაშასადამე ამას არ სჭირდება.

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც არავისი, არც ამერიკელების, არც რუსების და არც ევროპელების წინაშე არაფერი არ გვმართებს!!! და პირიქით, ჩვენი დამსახურებაა, რომ საერთოდ ეს სამყარო არსებობს და ეს სამყარო სამწუხაროდ ისევ ჩვენ გვებრძვის. დასავალეთიდან, აღმოსავლთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. მარტივად და არითმეტიკულად, სამასი ათასი მებრძოლი შეეწირა ფაშიზმთან და ნაციზმთან ომს. სამას ორმოცდაათი ათასი კი დაინვალიდდა. სიკეთესა და ბოროტებას შორის ომის მთავარსარდალი იყო ქართველი იოსებ ჯუღაშვილი, ანუ იგივე სტალინი!

ადამიანი, რომელმაც საბჭოთა ხალხებთან ერთად გაიმარჯვა სამამულო ომში და ასევე ქართველმა იოსებ სტალინმა, ატომური ბალანსი დაუტოვა მსოფლიოს! ასევე იყო ქართველი ლავრენტი ბერია, მთავარ კონტრშეტევას, რომელიც გამარჯვებით ჩავიდა ბერლინამდე, ერქვა “ოპერაცია ბაგრატიონი”! და გამარჯვების დროშაც რაიხსტაგზე აღმართა ქართველმა, მელიტონ ქანთარიამ!!!

რომ არა ეს ყველაფერი, ახლა მოსკოვის ადგილას იქნებოდა ერთი დიდი წყალსაცავი, ასევე არ იარსებებდა არც პეტერბურგი, არც მინსკი, არც კიევი, არც ერევანი არც ბაქო და ა.შ. მსოფლიოში ასობით ხიროსიმა და ნაგასაკი დატრიალდებოდა და ატომური ბომბების წვიმაში იცხოვრებდა სამყარო!

ამიტომ, მთელმა სამყარომ იცოდეს, რომ ყველა ღირსეულ ქათველს სანქცია უფალმა დაადო და ეს სანქცია არის ის, რომ ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს!

ეს ანდერძი ჯერ კიდევ წმ. მეფე ვახტანგ გორგასალმა დაუტოვა ჩვენს ქვეყანას! ჩვენ არაფრის და არავისი არ გვეშინია. პირიქით თქვენ გეშინოდეთ ჩვენი, რადგან ერთ დღეს, ჩვენ შევასრულებთ მეფე ვახტან გორგასლის დანატოვარ ანდერძს და ეს დღე იქნება თქვენი ბოლო და უკანასკნელი დღე!!! უფალმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა”- წერს კონსტანტინე მორგოშია.

სხვა ამბების წაკითხვა