ყოველდღიურად იყო გზავნილები თუ რა უნდა გასულიყო ეთერში და რა არა, ეს იყო ქალაქის მერი გიგი უგულავა – ინტერვიუ არქივიდან

8948
წაკითხვა/ნახვა

ამონარიდი 2012 წლის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა გამოცემა “ლიბერალს” მისცა. ამ მასალაში საუბარია ტელეკომპანია “მზეზე’ და იქ არსებულ სარედაქციო პოლიტიკაზე, თუ როგორ ჩაიგდო ხელში მაშინდელმა ხელისუფლებამ ტელევიზია და როგორ დაიქვემდებარა საინფორმაციო პოლიტიკა.  ჟიჟილაშვილი ამბობს რომ 2007 წლისთვის “მზეში” მუშაობის ყველა დღე სერიოზული სტრესი იყო.

“ყოველდღიურად იყო გზავნილები თუ რა უნდა გასულიყო ეთერში და რა არა. მაგალითად, გიგი უგულავასგან, რომელიც მედიის კონტროლის თვალსაზრისით მაშინ განსაკუთრებით აქტიურობდა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვინმე მესხელისგან.

თავად შევსწრებივარ თუ როგორ ურეკავდნენ ხოლმე არხის გენერალურ დირექტორს ალეკო ფარულავას. თუმცა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებამდე, შემიძლია ვთქვა, რომ მზე “ფაფხურობდა.” 

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კი სამუშაოზე დაბრუნებულებს ყველაფერი ცენტრალიზებული დაგვხვდა, აღარ რეკავდა ბევრი სხვადასხვა ადამიანი. რეკავდა მზოლოდ ერთი ადამიანი და ეს იყო ქალაქის მერი გიგი უგულავა,” – აღნიშნავს ჟურნალისტი.

თქვენი კომენტარი?