მოხარული ვარ, რომ ამჟამადაც საქვეყნო საქმის გაკეთებას ახერხებს “იბერია” და მისი დამფუძნებლები ეთერში გასვლაში უწყობენ ხელს ნიკა გვარამიას

1006
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლუბა ელიაშვილი – ჟურნალისტი


“დიდი ხანია ჟურნალისტიკის პედაგოგი ვარ და მინდა, რომ დაბნეულ კოლეგებს შევახსენო- საზოგადოების მიერ დაქირავებული მოდარაჯის პოზიციიდან არსებული ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაა ჩვენი საქმე და არა პირიქით.

ნებისმიერი ტელეკომპანიის წარმატების საწინდარიც სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ისეთი მდგომარეობაა, როდესაც დამფუძნებლებიც და თანამშრომლებიც ერთი მსოფლმხედველობისანნი და ერთიანნი არიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობაში, ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლების წნეხის თავიდან ასაცილებლად.

შესაბამისად, წარმატებას ვუსურვებ ახალ “მთავარ არხს და კვლავ აღდგენას ისეთი თანამშრომლებით დაკომპლექტებული იბერიას,რომლებიც ქვეყნის სამსახურში დგანან დამფუძნებლებთან ერთად.

მოხარული ვარ,რომ ამჟამადაც საქვეყნო საქმის გაკეთებას ახერხებს ამ ხელისუფლების მიერ დახურული იბერია და მისი დამფუძნებლები იმით,რომ ეთერში გასვლაში უწყობენ ხელს ნიკა გვარამიას და მთავარ არხს.”

თქვენი კომენტარი?