ბოლო ამბები
14/10/2024

გიორგი ქობულია ამბობს, რომ ვერ ხედავს რუსეთის კვალს”ქართული ოცნების” პოლიტიკაში

გაზიარება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი (“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში) გიორგი ქობულია ამბობს, რომ ის ვერ ხედავს რუსეთის კვალს ხელისუფლების პოლიტიკაში.

ამის შესახებ მან “ფორმულის” ეთერში ისაუბრა, როდესაც უპასუხა წამყვანის კითხვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

“ჩემი აზრით, არ არის რუსული კვალი. ობიექტურად, ფაქტებს რომ დავაკვირდეთ, საქართველოს სახელმწიფო დაუდგა გვერდზე დასავლეთის თანამეგობრობას ყველა საკითხში, რაც ეხებოდა უკრაინას და რუსეთ-უკრაინის ომს, პრაქტიკულად არ იყო არცერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობა არ დაუდგა მათ.

მე გამოვიძიე ფაქტები და ვერ დავინახე ვერაფერი. რაც ეხება “ქართული ოცნების” პოზიციას რუსეთის მიმართ, ეს არის ალბათ რუსეთის რაღაც შეკავების პოზიცია საქართველოს მიმართ, როგორც ისინი ფიქრობენ და მე მგონია, რომ ეს არ არის ნაკარნახევი რუსეთის სპეცსამსახურებისა და რუსეთის მთავრობის მხრიდან”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

სხვა ამბების წაკითხვა