ბოლო ამბები
14/10/2024

გიორგი მარგველაშვილი “ლელო”-ს კოალიციას ოფიციალურად შეუერთდა

გაზიარება

ჩემი ადგილი, როგორც ერთი ქართველის, რომელსაც უნდა, რომ სამშობლოს ემსახუროს, აქ არის, ამ გაერთიანებაში, „ძლიერ საქართველოშია“. ბევრი მიზეზი მაქვს ამის სათქმელად. ერთი მიზეზი არის, ის, რასაც დიდი ხანია, ელოდა ქართველი ამომრჩეველი, რომ შევქმნათ რეალობა, რომელიც ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში განაცხადა, სადაც უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ  ლელო”-ს კოალიციას შეუერთდა, რომლის სახელია “ძლიერი საქართველო”

„პირადად ჩემ თავს კანონშემოქმედად არ მივიჩნევ, არ ვარ მე ეგ ტიპი. ყველა თავის ბუნებრივ სანგართან უნდა დადგეს ამ ბრძოლაში. მე, კანონთან მიმართებაში თუ მკითხავთ, უფრო ვეტოები მეხერხება, გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული. მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი. ვგრძნობ გამარჯვების ემოციას, არა წარმატების, არამედ – გამარჯვების. გამარჯვება არის საბოლოო, რითაც საბოლოოდ გადავტეხთ ამ მოღალატეობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა