ჟურნალისტი ელისო კილაძე ეხმიანება ნაც.მოძრაობის კოალიციის საარჩევნო სიას, რომელშიც ცალკეული ადამიანები არ მოხვდნენ.
“ფოსტალიონ ჯუღელს მიუჩინეს ფოსტალიონის ადგილი 48, არმაზ ახვლედიანი სიაში 41-ია (სიმბოლურად) ლელა ჯეჯელავა გუშინწინ ანტიკორუფციულს უმტკიცებდა არ ვარ საარჩევნო სუბიექტი, ანგარიშებს რატომ მთხოვო და ნაცების სიაში მე-19 ნომერია (მოუწევს ანგარიშების გასაჯაროება)
ირაკლი ეძგვერაძემ დაანგრია გუშინ ყველაფერი და 38-ე ადგილას ძლივს ჩატენეს, დარჩა თამაშგარე.
2 მილიონი დაფასდა, ოცეულშია რამაზ ნიკოლეიშვილი და კახა ოქრიაშვილი. გუბაზ სანიკიძე ცალკე სტატუსს იმსახურებს, შვილთან ერთად – როგორც თიკა ბოკუჩავა იტყოდა – ფინიტა ლა კომედია!
ბიჭოო, მამიკვდეს თავი – თაკო ჩარკვიანი სიაში არაა?! აღარ დაუფასეს ჩემი ლანძღვა, თუ მწვადი ვერ შეწვა კაათ ჯონიმ ვანოსთან? – და ლაშქარი?! – წერს ელისო კილაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს